Wednesday, January 26, 2011

შოკოლადი

     ჩემს ბლოგს შოკოლადი ქვია და მინდა აგიხსნათ თუ რატომ გადავწყვიტე ასეთი გემრიელი ბლოგის შექმნა. პირველ რიგში იმიტომ რომ მიყვარს შოკოლადი. არა უბრალოდ კი არ მიყვარს ვგიჟდები შოკოლადზე.მინდა რომ ამ ბლოგზე ისეთი გემრიელი პოსტები დავდო როგორი სახელწოდებაც აქვს. თავიდან ბლოგის შექმნის იდეა იძულებით, უნივესიტეტის ლექტორმა დაგვავალა. იმისათვის რო საგანი არ ჩამრჩენოდა დავყევი ლექტორის ნებასურვისლ და შევქმენი ბლოგი. როდესაც სახელი უნდა მომეფიქრებინა, ვკითხე საკუთარ თავს.''რა გიყვარს ყველაზე მეტად'' და პასუხმაც არ დააყოვნა ''მანქანა და შოკოლადი'' მანქანა ბლოგისთვის ცოტა უცნაური სახელი იქნებოდა და თან არც მომეწონა, ხოლო შოკოლადი კარგად მოვირგე :) მიყუჯექი კომპიუტერს და დავწერე სტატიების წერა. მაგრამ თემები რაც ამ ბლოგზე უნდა დამეწერა ( ისევ ლექტორის დაჟინებული თხოვნით) ჩემთვის არც თუ ისე საინტერესო აღმოჩნდა და გადავწყვიტე ჩემთვის საინტერესო თემები მომეძიებინა და ამასთან დაკავშირებით მეწერა. აი ასე შეიმნა ჩემი გემრიელი ბლოგი.ეხლა ზოგადი ინფორმაცია შოკოლადზე, რომელიც ყველა ცემმა სტუმარმა უნდა იცოდეს, რათა უფრო გემრიელად მივირთვათ შოკოლადი

 
სიტყვა ''შოკოლადი'' კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმლის ''ჩოკოლატის'' გან მომდინარეობს. აცტეკების ენაზე ''ჩოკოლი'' სიმწარეს, ხოლო ''ატლი'' წყალს ნიშნავდა.  დრევანდელი შოკოლადი წარმოადგენს კაკაოს მარცვლებს, რომელიც კაკაოს ხის ნაყოფია და მხოლოდ ტროპიკულ ადგილებში იზრდება. შოკოლადის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ აფრიკა ითვლება.ასწლეულების მანძილზე შოკოლადი როგორც სასმელი ისე გამოიყენებოდა. ინდიელები კაკაოს დაფქვილ მარცვლებს წყალს და წითელ წიწაკას ურევდნენ და ასე მიირთმევდნენ. ამ სასმელს იმ პერიოდისთვის დიდი პოპულარობა ქონდა და მას ''ღმერთების სასმელსაც'' უწოდებდნენ. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1000 წლის წინათ, მექსიკის ყურეში, პირველად გაიჟღერა სიტყვამ ''კაკაო''. ამის შემდეგ მაიას ტომებმა დაიწყეს კაკაოს გამოყენება.დროდადრო შოკოლადს სხვადასხვა ინგრედიენტებს უმატებდნენ და ასე ვითარდებოდა ის. მაიას ტომების გაქრობის შემდეგ აცტეკებმა განაგრძეს შოკოლადის განვითარება და მას ვანილი, შაქარი და თაფლი დაუმატეს. დრესდრეობით შოკოლადის სხვადასხვა სახეობები არსებობს.

1.მწარე ან საცხობი შოკოლადი–ეს არის მწარე შოკოლადი რომელსაც არანაირი დანამატები არ აქვს და მას მხოლოდ საცხობად იყენებენ. 





2.შავი შოკოლადი– ეს არის შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, რომლისგანაც ლიქიორსაც კი ამზადებენ.








3. ტკბილ–მწარე შოკოლადი და ნახევრად ტკბილი შოკოლადი – ეს სახეობა შეიცავს კაკაოს ლიქოირს და აქვს ოდნავ მწარე გემო. ეს სწორედ ის შოკოლადია რომელსაც იყენებენ ცხობის დროს.







4. რძის შოკოლადი– შოკოლადი რძის დანამატებით







5.თეთრი შოკოლადი– დამატებული აქვს რძის ინგრედიენტები







6.ჰაეროვანი შოკოლადი– მრგვალი პატარა ბურთულები, რომელიც სასიამოვნოდ დნება პირში.





7. თხევადი შოკოლადი– გამდნარი შოკოლადი ან ეყალში შეზავებულ კაკაოს ფხვნილი. მე ამ უკანასკნელზე მინდა გითხრათ ვგიჯდები... ცხელი შოკოლადი ...მმმმ





   შოკოლადს მხოლოდ დესერტის ფუნქცია დორი აქვს. ბევრისგან გსმენიათ ალბათ. ''დეპრესია მაქვს და შოკოლადის მეტს ვერაფერს ვჭამ'' თქვენ წარმოიდგინეთ მეცნიერებმაა დაამტკიცეს რომ შოკოლადს დეპრესიიდან გამოყვანა მართლაც შეუძლია. ის შეიცავს  ''ანანდამიდს''. ეს გახლავთ ნივთიერება რომელსაც სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებები შეიცავენ.. ასე რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს შეუძლიათ წამალი შოკოლადით შეცვალონ. :)
   შოკოლადი მხოლოდ საკვები არ არის. მისი მეშვეობით ხელოვნების ნიმუშებიც კი იქმნება. ბრიტანელმა ქალბატონმა frances cooley გადაწყვიტა, რომ ქალების ორი სისუსტე ფეხსაცმელი და შოკოლადი გაეერთიანებინა და შექმნა სჰოკოლადის ფეხსაცმელები .მართალია მათი მორგება შეუძლებელია მაგრამ მე დიდი სიამოვნებით მივირთმევდი .

 
შოკოლადი ცნობილი დიზაინერების შთაგონების წყაროც გახდა და ისინი აწყობენ ჩვენებებს ერთი განსხვავებით, მოდელებს შიფონისა და ატლასის კაბების ნაცვლად, შოკოლადისგან დამზადებული კაბები აცვიათ. შოკოლადი პირდაპირ მოდელის თანიდან შეგიძლიათ მიირთვათ
.                    პაკო რაბანი

არმოიდგენდით რომ ცნობილი მონა ლიზას შოკოლადის ვერსიას იხილავდით? მემგონი ამას თვით დიდი ტიტანი ლეონარდოც ვერ წარმოიდგენდა. იაპონელმა ქალბატონმა საცუკომ შექმნა მონალიზას ტკბილი ვერსია.


მემგონი შოკოლადით უამრავი რამის გაკეთება შეიძლება.ეს ღვთაებრივი რამ ყველა ბავშვის თუ დიდის ოცნებაა. არამგონია დედამიწაზე მოიძებნებოდეს ადამიანი ვინც შოკოლადზე უარს იტყვის. მე რომ პატარა ვიყავი ვოცნებობდი მსოფლიოში  ყველაფერი შოკოლადის ყოფილიყო, რათა ნებისმიერ დროს მივსულიყავი ნებისმიერ შენობასთან თუ მაღაზიასთან და მისთვის კედელი შემეჭამა.ასე რომ მიირთვით შოკოლადი და იყავით ბედნიერნი.როდესაც მოხვალთ ჩემთან სტუმრად ან შემხვდებით სადმე შემთხვევით, არ დაგავიწყდეთ შოკოლადი. ძალიან, ძალიან, ძალიან გამახარებთ. გახსოვდეთ ცხოვრება მშვენიერია, მაგრამ ის უკეთესია შოკოლადთან ერთად. 


No comments:

Post a Comment