Monday, November 8, 2010

ინტერნეტი



   ინტერნეტი? ალბათ ასიოდე წლის წინ ეს სიტყვა სრულიად უმნიშვნელო იყო საზოგადოებისთვის. დღესდღეობით კი ინტერნეტის გარეშე ცხოვრება რთულია. ის რაც წლების მანძილზე ძნელად მისაღწევი იყო, ინტერნეტის საშუალებით ეს უკვე ძალიან მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომია. აი მაგალითად ძალიან ადრე კომინიკაციის ერთ–ერთი და პრინციპში ერთადერთი საშუალება მტრედი იყო, შემდეგ როდესაც მტრედმა 100 პროცენტით ვერ გაამთლა და გზაში დაიღუპა ადამიანებმა მოიგონეს შორ მანძილზე ურთიერთობის სხვა საშუალება, სახელად ფოსტა. დიდი ხნის მანზილზე ფოსტაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ მაინც იყო რაღაც პრობლემები რაც აფერხებდა ინფორმაციის ადრესატამდე მიტანას. ერთ–ერთი მტავარი პრობლემა ალბათ დრო იყო.ფოსტას ერთი კვირის მანძილზე ელოდებოდა წერილის მფლობელი. დღესდღეობით კი  არსებობს ინტერნეტი და ინფორმაციის გაცვლისთვის მხოლოდ ორი წამია საჭირო.
  როგორ შეიქმნა ინტერნეტი? რამდენი ხანია ის არსებობს? რა იყო თავდაპირველი მიზანი მისი შექმნისა? რა ფორმით მოევლინა ის ქვეყანას დასაწყისისთვის? ალბათ ეს ის კითხვებია რაც ყოველივე ჩვენთაგანს აინტერესებს. მე მქონდა საშუალება ამ კითხვებზე პასუხი მეპოვნა და ვეცდები ეს ცოდნა თქვენ გაგიზიაროთ.
  1957 წელს საბჭოთა კავშირმა გაუშვა ხელოვნური თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე.ამის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა რომ ფართომაშტაბიანი ბრძოლის დროს მათ დასჭირდებოდათ ინფორმაციის გადაცემის საიმედო სისტემა. ეს იყო მიზეზი ინტერნეტის შექმნისა და მართლაც 1969 წელს შეიქმნა კომპიუტერული ქსელი ARPANET , რაც აერტებდა მხოლოდ ოთხ კომპიუტერს და ამ კომპიუტერების ოპერატული მეხსიერება 24 კილობაიტი იყო. ეს კომპიუტერები იდგა ამერიკულ სამეცნიერო ინსტიტუტებში და ეს სულ არ იყო ისეთი როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. კომპიუტერს მთელი ოთახი ქონდა დაკავებული და იმდენი ღილაკისგან შედგებოდა რომ მასზე ათობით ადამიანი მუშაობდა.

  1969 წლის 29 ოქტომბერს შედგა პირველი კავშირი ორ კომპიუტერს შორის და სწორედ ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტის დაბადებიდდღეთ. შემდეგ პროგრამები დაიხვეწა, შეიქმნა მაილების მიღებისა და გაცვლის შესაძლებლობა. 70 იან წლებში ინტერნეტს მხოლოდ მაილების გაგზავნისთვის იყენებდნენ და ამ დროს ქსელში უკვე ჩართულები იყვნენ საზღვარგარეთული ქვეყნებიც. ამის შემდეგ ინტერნეტი ნელ–ნელა დაიხვეწა და მოგვევლინა ისეთი სახით,  როგორითაც დღეს ჩვენ ვსარგებლობთ. ის  ეხლაც იცვლება და რა სახით მოგვევლინება კიდევ რამოდენიმე წელში არავინ იცის. მისმა ასეთმა სწრაფმა განვითარებამ საზოგადოების შეცვლა და გარდასახვა გამოიწვია. ჩვენ სრულიად დამოკიდებულნი ვართ ამ აბლაბუდასავით დახლართულ ქსელზე, რომელიც მსოფლიოს მოიცავს. მივყვეთ მოვლენებს და ვნახოთ კიდევ რა  სუპრიზებს გვიმზადებს ეს ქსელი,რაც ყველასათვის საინტერესო და აქტუალურია.